აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის საბაჟო გადასახადის დაწესების შემთხვევაში, ევროკომისია კონტრზომებს მიმართავს

29

ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადს დააწესებს, მაშინ ევროკომისია, ამერიკის საავტომობილო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მისამართით კონტრზომებს მიმართავს.

“როდესაც პასუხის გაცემაზე მიდგება საქმე, ჩვენ ძალია მალე შევქმნით კონტრზომების მიღების გრძელ სიას, რომელიც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში არ მოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პრინციპებთან”, – აცხადებს მალმსტრომი.

იგი განმარტავს, რომ შესაძლო შეზღუდვები შეეხება აშშ-ის სასოფლო მეურნეობას, ავტომობილების მრეწველობასა და სამეწარმეო საქმიანობას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში ევროკავშირი კონტრზომებს მიმართავს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი, მას მერე, რაც ამერიკის მხარემ, ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადზე და ალუმინზე დაწესებული საბაჟო გადასახადის ღირებულება გაზარდა.

Comments
Loading...