აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა ბოლო 6 წლის განმავლობაში, მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

43

ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 17%-ით გაიზარდა და 779 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში მაჩვენებელი 0,4-ით, 3,9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო და თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველო, საბიუჯეტო წლის შედეგების წარდგენისას ყურადღებას ამახვილებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკურ წარმატებებზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში შეიქმნა 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი, რეალური გადასახადების მაჩვენებელი 1,4%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო განწყობა პიკზე იმყოფება.

ქვეყნის საერთო გასავალი 127 მილიარდი აშშ დოლარით, ანუ 3,2%-ით გაიზარდა, ხოლო ამის პარალელურად ქვეყნის შემოსავლები მხოლოდ 14 მილიარდი აშშ დოლარით, ანუ 0,4%-ით გაიზარდა.

2018 წლის ფინანსური წლის მონაცემების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 21,516 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში კი 1,2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა.

Comments
Loading...