აშშ ბალტიმორის ქარხანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინების წარმოებას აჩერებს და მთლიანად Johnson & Johnson-ის ვაქცინების წარმოებაზე გადადის

5

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ბალტიმორში Emergent Biosolutions ქარხანა, რომელიც ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს და ამერიკული Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებს, მთლიანად მხოლოდ ამ უკანასკნელის ვაქცინების წარმოებაზე გადაიყვანოს. ამრიგად, ამ ობიექტებში შეჩერდება AstraZeneca-ს ვაქცინების წარმოება ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

აშშ-ს ახალმა ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც Johnson & Johnson-ის 15 მილიონი დოზა ვაქცინა ადამიანური შეცდომის გამო გაფუჭდა. ბაიდენის ადმინისტრაცია წუხს, რომ ამ ინციდენტმა შეიძლება საზოგადოების ნდობა დაანგრიოს, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ს მთავრობის გეგმას ქვეყანაში ვაქცინაციის დაჩქარების შესახებ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, Johnson & Johnson-ის ვაქცინა, AstraZeneca-სგან  განსხვავებით, ერთკომპონენტიანია, გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ თებერვლის ბოლოს მიიღო აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) მისი ვაქცინის გამოყენების ნებართვა, ხოლო AstraZeneca-ს პრეპარატი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული აშშ-ში გამოყენებისთვის.

AstraZeneca მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს ხელისუფლებასთან ვაქცინის ახალი ვერსიის წარმოებისთვის. ამავე დროს, ქარხნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ ვაქცინის წარმოება არ შეჩერდება, სანამ კომპანია არ მიიღებს ხელშეკრულების შეცვლილ ვარიანტს.

Comments
Loading...