“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტისთვის” JICA საქართველოს 343 მლნ დოლარს გამოუყოფს

60

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, 09:45 საათზე, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ნორიკო სუზუკი ხელს მოაწერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის" დასაფინანსებლად, JICA  საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.

Comments
Loading...