აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, თბილისის მერობის კანდიდატებთან დისკუსიების ციკლს მართავს

330

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, თბილისის მერობის კანდიდატებთან დისკუსიების ციკლს მართავს. ამჯერად შეხვედრა გაიმართა "ერთობა-ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან.

დისკუსიას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტები და სხვადასხვა საკითხზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ურბანული პრობლემები, რომელიც გვაქვს არის მარტივი სამენეჯმენტო საკითხი. ჩვენ სწრაფად დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რაც ნიშნავს ხარისხრობრივ ზრდას სამშენებლო მიმართულებით და ინფრასტურქტურის მიმართულებით , შევცვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტს, 2021 წლისთვის გვინდა დედაქლაქში მთლიანად  ელექტრო საზოაგდეობრივი ტარსნპორტზე გადავიდეს. ასევე ექვსი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს გამწვანებაში, რომელცი გვინდა დავნერგოთ. თითოეულ თბილისიელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მარტივად გადაადგილდეს ქალაქში, კარგ იერსახეუს უყუროს და ჰქონდეს სუფთა ჰაერი", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა, ანალოგიური შეხვედრები უკვე გამართა თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან.  კიკვიძის პარკში გამართულ დისკუსიას „ერთობა-ახალი საქართველოს“ ლიდერები და გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...