აღმაშენებლის ხეივანზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს

31

დღეს, 5 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 5 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას გამზირს, კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს; ყაზბეგის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს;

თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს;

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; წყნეთს და კაკლების დასახლებას;

გლდანის რაიონში:

წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

Comments
Loading...