აქსისი საახალწლო ფასდაკლებას აცხადებს

262

აქსისი მომხმარებლებს ახალ წელს ახალი პროექტით ულოცავს და საახალწლო აქციას სთავაზობს. 2018 წლის იანვრის ბოლომდე ახალ კომპლექსში "აქსისპალასი საირმეზე" ბინის შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

"აქსისპალასი საირმეზე" აქსისის ახალი პროექტია, რომელიც საირმის ქუჩა, N51-ში მდებარეობს. აქსისის ხარისხი და არქიტექტურა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, შენობის მდებარეობა, საიდანაც 360 გრადუსიანი ხედი იშლება, წითელ ბაღთან სიახლოვე, საირმის გორის სუფთა ჰაერი,საბურთალოს უბნისთვის გამორჩეულ სივრცეს ქმნის და პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

საახალწლო შეთავაზება ვრცელდება სხვა მიმდინარე პროექტებზეც. კერძოდ,  5-10%-იანი ფასდაკლებით ბინების შეძენა შესაძლებელია შემდეგ კომპლექსებში: "ჭავჭავაძის 49", "აქსისი იპოდრომთან", "წინამძღვრიშვილის 125", "აქსისი დიდუბეში".

Comments
Loading...