“ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ

6

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, “ასტრაზენეკათი” აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 45 წელს გადაცილებული პირები ამ ვაქცინისთვის რეგისტრაციის გავლას ხვალ, 12 მაისის 20:00 საათიდან შეძლებენ.

ამ დრომდე “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. 45-დან 55 წლამდე პირები კი “სინოფარმით” იცრებოდნენ.

Comments
Loading...