ასლანიშვილი: ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი

47

ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ასეთ გაფართოებულ ფორმატში უკვე პრემიერ მინისტრის რანგში. რამდენიმე საკითხია, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად საინტერესოა, პირველ რიგში საინტერესოა პრემიერის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინიციატივებია და უფრო სიღრმისეულად გვექნება მსჯელობა.

რაც შეეხება ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობას, მე შემიძლია ასოციაციის მაგალითით გითხრათ, რომ მსგავსი პრეცენდენტები ჩვენი წევრების მაგალითზე არ დაფიქსირებულა.

ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენიმეჯერ ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა ასლანიშვილმა

Comments
Loading...