“არ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება, გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი”

505

"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

"ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო, სოციალური დახმარებაა. მათი უმეტესობა სწორედ ამ დახმარებით არსებობს თვიდან-თვემდე. ამჟამად არსებული  მახინჯი სისტემით ოჯახს, სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი"- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მისივე თქმთ, აუცილებელია, რომ პროცედურები ჩატარდეს დაჩქარებულ რეჟიმში, რადგან არ შეიძლება ოჯახის წევრის გარდაცვალება ან ახალი წვერის დაბადება, ფინანსურად აუმჯობესებდეს ოჯახის მდგომარეობას. "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნების განცხადებით, ამ სამი თვის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები იღებენ ფინანსურ პასუხისმგებლობას საკრედიტო ორგანიზაციებიდან, ან კერძო მევახშებიდან, რაც შემდგომში კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

Comments
Loading...