არჩილ მესტვირიშვილი: სესხი მხოლოდ გადახდისუნარიანობის მიხედვით უნდა გაიცეს

39

“ვამკვიდრებთ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხი მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების შედეგად უნდა გასცენ. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ევროდირექტივების მოთხოვნაა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

“იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ის უნდა იყოს გრძელვადიანი და მდგრადი. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის გამართული, სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება.

საფინანსო სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მსესხებელს საბანკო სექტორის მიმართ ჰქონდეს ნდობა, სხვა შემთხვევაში მხოლოდ რისკიანი მსესხებელი ისესხებს ფულს, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება და ბანკების საკრედიტო რისკები და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები იქნება მაღალი. ამიტომ, ბანკის ინტერესშია რომ მომხმარებელი თავს დაცულად გრძნობდეს ბანკთან ურთიერთობაში. რაც დადებითად აისახება როგორც საბანკო სექტორზე, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

Comments
Loading...