არჩევნების ექსპერტმა დენის დავითაშვილმა ოპოზიცია პოპულიზმში და უსინდისობაში დაადანაშაულა

338

ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლემენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.

"პირველთან" საუბარში დავითაშვილმა თქვა, რომ ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.

"პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო.  ვადა კონკრეტული საკითხების განხილვის  დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლებოის შეცდომაში შეყვანას  ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!", – განაცხადა დავითაშვილმა.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძისა "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს,  რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება. დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს.

Comments
Loading...