“არემჯი” ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

388

"გვსურს განვაცხადოთ, რომ დღეს ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, კომპანია „არემჯის“ მისამართით მედიაში მორიგი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ნკომპანია "არემჯი" ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თეთრიწყაროს რაიონში ბნელი ხევის ტერიტორია არის ერთ-ერთი უბანი, რომელზეც 2011 წელიდან  კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფს“  კეთილშობილ და ფერად ლითონებზე შესწავლის მიზნით მოპოვებული აქვს შესწავლის ლიცენზია.

ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, რომელიც კანონის მიხედვით არქეოლოგიურ კვლევებს არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. 

გაკაფვის სამუშაოები ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით და მათი ზედამხედველობით. კომპანიას აღნიშნული ტყით სარგებლობისთვის გადახდილი აქვს შესაბამისი კომპენსაცია (კომპენსაცია და არა ჯარიმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენლების  არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობას).

კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაოები ხორციელდება კანონის მოთხოვნით და სრული დაცვით", – აღნიშნულია კომპანია "არემჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...