“არემჯის” მხადაჭერით ანსამბლი “მართვე” სოლო კონცერტს გამართავს

123

ქორეოგრაფიული ანსამბლი "მართვე" სოლო  კონცერტისთვის ემზადება. 30  მაისს, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლი 14 ცეკვით წარსდგება მაყურებლის  წინაშე. კონცერტი კომპანია "არემჯის" მხარდაჭერით იმართება, რომელიც ანსამბლს და მის ცეკვის შემსწავლელ სტუდიებს 3 წელია, რაც აფინანსებს.

36 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. მარი ტატიშვილი ანსამბლის ხელმძღვანელი:

"არემჯი" 2015 წლიდან აფინანსებს ანსამბლს. სპონსორის დამსახურებაა, რომ ჩვენი ცეკვის შემსწავლელი სტუდიის ბავშვები არ იხდიან ყოველთვიურ გადასახადს. მაისის ბოლოს გვსურს საანგარიშო კონცერტი გავმართოთ დაბა კაზრეთში, რომ ყველამ ნახოს ჩვენი ანსამბლის მიღწევები".

ამირან ქართველიშვილი "არემჯის" დირექტორის მოადგილე: "მართვეს" ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი ჯამში რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ეს ბავშვები  რეგიონში აქტიურ კულტურულ ცხოვრებას უწევენ პოპულარიზაციას. ჩვენის მხრივ, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ყველა იმ საინტერესო წამოწყებას და პროექტს, რომელიც ამ რეგიონის ახალგაზრდების ნიჭის და პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობს ხელს".

Comments
Loading...