არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ თანამშრომლობას ცესკო-ს ადმინისტრაციასთან

332

"მრავალეროვანი საქართველოს" პროგრამის კოორდინატორის ირმა ბასილაშვილის განცხადებით, მათ მთავარ მიზანს, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები უნდა შექმნათ, ცესკო, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს. ამის შესახებ "პირველს" ბასილაშვილმა უთხრა.

"მრავალეროვანი საქართველოს" პროგრამის დირექტორის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ცესკომ ბოლო ვადებში არ განიხილა მათი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება კანონით ჰქონდათ.

"თავიდან უნდა დავიწყო, რომ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმის თაობაზე, რომ ხელი შეეწოს საარჩევნო სუბიექტებისათვის არჩევნებში მონაწილეობისათვის, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებულობას. აღნიშნულის მიზნით ორგანიზაციამ ცესკო-ს თხოვა, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინოს წილისყრის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში", – განაცხადა "მრავალეროვანი საქართველოს" პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვილმა.

პროგრამის კოორდინატორის თქმით, წინასწარ დასკვნებს ამ ეტაზე ვერ გააკეთებს, თუმცა მოლოდინი დადებითია.

"შემიძლია გითხრათ, რომ ცესკოს წარმომადგენლები ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას ნებისმიერ განცხადებაზე.  წინასწარ ვერ გეტყვით, რა მოხდება, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო ვადებში არ განიხილა ჩვენი მოთხოვნა. მოკლედ, შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი", – აღნიშნა ბასილაშვილმა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და საარჩევნო დღეზე დაკვირვებას თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში.

Comments
Loading...