არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, სექტემბერში 1 მილიარდი ლარით გაიზარდა

33

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 21.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლრდ ლარით, ანუ 5.1 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 454.5.3 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 589.8 მლნ ლარით, ანუ 7.3 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 37.27 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.9 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...