აპრილში ტურისტების რაოდენობა 29.7%-ით გაიზარდა

364

2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 510,594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 47,450-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +10.2%) აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 222,622 შეადგინა, რაც 50,966-ით მეტია 2016 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +29.7%).

2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ გერმანია +74%, გაერთიანებული სამეფო +51%, ლიტვა +43% და პოლონეთი +26. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან უზბეკეთი +332%, საუდის არაბეთი +207%, ირანი +184%, ინდოეთი +114%, ისრაელი +57% და ამერიკის შეერთებული შტატები +34%. 2017 წლის იანვარი – აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 176,869-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.1%)-ია.

იანვარი – აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა, რაც 156,087-ით მეტია 2016 წლის იანვარი – აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +26.9%). ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია. 2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა.

ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%. 2017 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 460,780 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

Comments
Loading...