აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

151

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი მაისისათვის 34.9  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

Comments
Loading...