აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.2%-ით შემცირდა

344

2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.2 პროცენტით შემცირდა და 29.7  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.

Comments
Loading...