აპრილში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2%-ით გაიზარდა

379

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 106.2 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 18.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 143.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.6 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.1 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2017 წლის აპრილის განმავლობაში 1.4 პროცენტით ანუ 129.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 9.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.62 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.52 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Comments
Loading...