ანიმეების უმსხვილესი სტუდია Ghibli ანიმეების გმირებისა და პერსონაჟების თემატურ პარკს აშენებს

6

ანიმეების უმსხვილესი სტუდია Ghibli რეალურ ცხოვრებაში Howl’s Moving Castle-ს აშენებს, სადაც თაყვანისმცემლებს თავიანთი საყვარელი ანიმეების გმირებისა და პერსონაჟების ხილვა იაპონიაში, საგანგებო გასართობ პარკში ამ წლიდან შეეძლებათ.

სამწუხაროდ, შენობა არ იმოძრავებს და უფრო მცირე იქნებ,ა ვიდრე ანიმაციაში ჩანს. ტოკიო შიმბუნი აღნიშნავს, რომ ის ისეთივე მაღალი იქნება, როგორც ხუთ სართულიანი შენობა. ასევე პარკში შევხვდებით Princess Mononoke Village-ს. პარკი დაყოფილი იქნება სხვადასხვა უბნებად. ცხადია ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გიბლის ანიმაციების ატრაქციონები იქნება განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას Kotaku აქვეყნებს.
თემატური პარკი აიჩის პრეფექტურაში, ქალაქ ნაგოიასთან ახლოს აშენდება. მასში დიდი ადგილი დაეთმობა ცოცხალ ბუნებას, რაც  Ghibli -სთვის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.
პარკში ტრაქციონები და ტყის ბილიკები მოეწყობა, როგორც ეს აღიარებული ანიმე რეჟისორის, ჰაიაო მიაზაკის ფილმებშია („პრინცესა მონონოკე“, „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „კიკის გადაზიდვის სერვისი“, „სულებით გატაცებული“ და „ჰაულის მოძრავი სასახლე“).
Comments
Loading...