ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დემპინგურ ფასებს უნდა ებრძოლოს

447

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ფილიპ მორიის" "თბილისის თამბაქო"-სთვის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ანდრია გვიდიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

"მსგავსი პოლიტიკური განცხადებები სასამართლოსთან მიმართებაში აბსოლუტურად მიუღებელია. სასამართლო ხელისუფლება არის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რგოლი, აქედან გამომიდნარე მიუღებელია ნებისმიერი ჩარევა მის გადაწყვეტილებებში, თუნდაც განცხადებების დონეზე. რაც შეეხება თავად საქმეს, მე მოვისმინე "თბილისის თამბაქოს" წარმომადგენლის მხრიდან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი წარმოება იზღუდება იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო, შესაბამისად, რასაკვირველია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმუმადე იყოს დაყვანილი დემპინგის მოქმედება, რასაც იმპორტიორები მიმართავენ. მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მისაღებია და ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ადგილობრივ წარმოებას შეეწყოს ხელი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება",- განაცხადა გვიდიანმა. 

დღეს, "თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა ორი საპროტესტო აქცაი გამართეს, სადაც ისინი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებებს აპროტესტებდნენ. 

საქმე ეხება "ფილიპ მორისსა" და "თბილისის თამბაქოს" სასამართლო პროცესს, სადაც პირველმა ინსტანციამ "ფილიპ მორისს" "თბილისის თამბაქოსთვის" ჯარიმის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებები მოჰყვა, რომელმაც სასამართლო არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში და კორუფციაში პირდაპირ დაადანაშაულა.

Comments
Loading...