ანდრია გვიდიანი: ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, ექსმინისტრ გიორგი ქობულიას მიდგომები გაუგებარია

„გაოცებული ვიყავი, როცა მოვისმინე ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას მოსაზრება, რომ ბაზარზე იმპორტიორების შემოსვლა უნდა განისაზღვროს არა კონკურენციით, არამედ მოლაპარაკებებით. მისი მიდგომები გაუგებარია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა.

17

„ვის ვის და დარწმუნებული ვარ, გიორგი ქობულიას კვალიფიკაციისა და გამოცდილების ეკონომისტსა და ანალიტიკოსს, დარწმუნებული ვარ, არ ეშლება თავისუფალი ბაზრის პრინციპები და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც საუბრობდა ელექტროენერგიის იმპორტის ბაზრის თაობაზე და იმპორტიორის შერჩევისას კონკურენციის როლს აკნინებდა,  რეალურად თავადვე არ ეთანხმებოდა ამას.  თუ რატომ აჟღერებდა იმას, რასაც უბრალოდ ვერ დაეთანხმება ადეკვატური აზროვნების მქონე ეკონომისტი, ეს უკვე საუბრის სხვა სიბრტყეა და ეს ანალიზი შორს წაგვიყვანს“, – განაცხადა გვიდიანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ბაზრის ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია,  ტარიფები განისაზღვრებოდს  მოთხოვნა-მიწოდების შესაძლებლობებით და რეალური საბაზრო კონკურენციის პრინციპების შესაბამისად. „სადღეისოდ ასეც ხდება და ეს ძალიან კარგია“, – მიაჩნია გვიდიანს.

მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, ზოგადად, შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. „ამ პრინციპიდან გამომდინარე, მაგალითად 2021 წლის იანვრის თვეში რუსული ელექტროენერგიის ფასი (იმპორტიორი „ინტერრაო საქართველო“) კილოვატზე შეგვიძლია ასე გამოვხატოთ – 4.1/4.1/7.8 -ანუ ღამით და უქმეებზე 4.1. ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 7.8 ცენტი.  აზერბაიჯანიდან იმპორტიორის ფასები (იმპორტიორი „ელ გრინი“) კი შეადგენდა 3.9/3.9/5.4 ცენტს ანუ -ანუ ღამით და უქმეებზე 3.9 ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 5.4 ცენტი.  ამ რიცხვების შედარებით, ფაქტია,რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთიდან“, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

Comments
Loading...