ანგელა მერკელი: საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას, ზრდა ნამდვილად სახეზეა

43

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა. ამის შესახებ ანგელა მერკელმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შორის იყოს ურთიერთობა, რომ ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკის საკითხებზეა პასუხისმგებელი.  ეკონომიკაში ჩვენი ურთიერობები უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ. მნიშვნელოვანია, რომ გავცვალოთ გამოცდილებები. შეგვიძლია საქართველომ თავისი აგრარული პროდუქციის ექსპორტი გააკეთოს ევროკავშირში და ამ საკითხზე შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ.

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა. განსაკუთრებით, არასწრულწლოვანთა, მათ შორის ახალგაზრდობის კუთხით. ამ მხრივ განსაკუთრებით ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ მექნება პატივი, ბატონ რექტორთან, სტუდენტებთან  ვისაუბრო. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ გამოცდილებას", – განაცხადა მერკელმა.

Comments
Loading...