ანა კობახიძე: თბილისი უნდა გახდეს ქალაქი ავტოფარეხების გარეშე

390

როგორ გადავჭრათ პარკირებისა და ავტოფარეხების პრობლემა თბილისში და რა ალტერნატიული გზები უნდა შევთავაზოთ მძღოლებს. ამ საკითხზე "ახალი საქართველოს" წევრებმა, საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. პარტიის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე, "ახალი საქართველოს" წევრმა, ანა კობახიძემ, არსებულ პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

"თბილისის მოსახლეობის საშუალოდ 40% სარგებლობს აშენებული ან კონსტრუირებული ავტოფარეხით. დარჩენილი 60%-სთვის კი მიუწვდომელია, როგორც ავტოფარეხის, ასევე გარე პარკირებისთვის გამოყოფილი ზონით,  თითოეული საცხოვრებელი კორპუსის 90% იძულებით დათმობილია ავტოპარკირებისთვის, შესაბამისად არ რჩება ადგილი გამწვანებისთვის, რეკრეაციული ზონისთვის და ბავშვთა სათამაშო მოედნისთვის. პრობლემას წარმოადგენს ასევე ცენტრალურ ქუჩებზე პარკირება, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება საფემავლო გზაზე. მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს ვერტიკალური პარკირების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად მოაგვარებს არსებულ პრობლემას", – განაცხადა ანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "სამოქალაქო პლატფორმა – ახალმა საქართველომ" რამდენიმე კვირის წინ, თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. დაკომპლექტდა რამდენიმე სამუშო ჯგუფი, რომელსაც 200-მდე დაინტერესებული პირი შეუერთდა. უახლოეს მომავალში, შემუშავებული გეგმა, საჯაროდ წარედგინება დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს.

Comments
Loading...