“ანატოლიის ცეცხლი” – ცეცხლოვანი შოუ, სადაც მთავარი მოტივი სიყვარულია

236

კომპანია "SA Organization"-ის ორგანიზებით ლეგენდალური მოცეკვავეთა ჯგუფი 16 დეკემბერს თბილისს ეწვია და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ცეცხლოვანი შოუ გამართა. ჯგუფმა საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და 14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში ბათუმელ მაყურებლის წინაშე წასრდგა. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობაზე, მისი შექმნის კონცეფციაზე, წარმატებებსა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, ასევე კომპანია "SA Organization"-ის წარმატებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე კონცერტამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა სელაჰატინ ატალაიმ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა მუსტაფა ერდოღანმა და ანსამბლის სოლისტმა მსახიობმა ლადო წითაშვილმა.

"ანატოლიის ცეცხლი" ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.  – ითქვა პრესკონფერენციაზე.

"ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვავებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ "ანატოლიის ცეცხლის" მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა", – ლეგენდარული თურქული ანსამბლის  უნიკალურობასა და  საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ  პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატინ ატალაის.

ასევე ისაუბრეს საპროდიუსერო კომპანიის სამომავლო გეგმებზეც:  "ზაფხულში, "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი გვაქვს 2 უზარმაზარი პროექტი. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაგაცნობთ. ჯერჯერობით საიდუმლოა. საქართველოში უყვართ მუსიკა, ხელოვნება. თითოეული ქართველი პროფესიონალი მაყურებელია, ისინი უმაღლეს დონეზე აფასებენ, მათ გენებშია კულტურა. ჩვენთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია.  ქართული ცეკვა ძლიერია. ჩვენი პროექტი კი არის  მიქსი, რომელშიც შერწყმულია სხვადასხვა კავკასიური ცეკვები, შესაბამისად, შოუ უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გამოდის".

"ამაყი ვარ რომ ამ ჯგუფის ნაწილი ვარ. ასევე ამაყი ვარ რომ სხვადასხვა ცეკვების შესრულებისას ქართული ცეკვა დაცული და გამორჩეულია", – გვითხრა ლადო წითაშვილმა.

"ანატოლიის ცეცხლი" 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ „ცეკვის სულთანებს“, 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

"ჯგუფმა, რომლის შესრულებამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, წელს ბათუმსა და თბილისში კონცერტები გამართა.  ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს უკავშირდება. ჩვენი მოცეკვავები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ კონცერტისთვის, "ანატოლიის ცეცხლის" მრავალ კონცეფციას შეიცავს და ერთმანეთთანაა შერწყმული სხვადასხვა ხალხის კულტურის დეტალები. მსოფლიო საგასტროლო ტური სახელწოდებით "ანატოლიის ცეხლი" დაიწყო და დღემდე აგრძელებენ მწვერვალების დაპყრობას. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი", – აღნიშნა მუსტაფა ერდოღანმა.

Comments
Loading...