ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა განხილვის პროცესშია

66

“ანაკლია სითიმ” ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევის ის შედეგები განიხილა, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია “BuroHappold Engineering”-მა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

წამყვან ბრიტანულ კომპანია “BuroHappold Engineering”-თან “ანაკლია სითიმ” ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გააფორმა. კომპანიას ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ზონის ანალიზი, პროექტის განხორციელების კვლევა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენა დაევალა.

“BuroHappold Engineering”-ი კვლევის პროცესში შეხვდა სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70 მდე ლოგისტიკის, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს.

“BuroHappold Engineering”-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

“BuroHappold Engineering”-ი სხვადასხვა დროს წარმატებით მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

Comments
Loading...