„ანაკლიის კონსორციუმის“ მორიგი განცხადება არის კიდევ ერთი ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ფოთის თიზის“ მეწილე – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

4

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილის მფლობელი და მისი ერთ-ერთი მესაკუთრეა, საზოგადოებაში შეყვანის მცდელობას უწოდებენ.

აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საჯარო რეესტრიდან ამონაწერს აქვეყნებს.

„ანაკლიის პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე როგორც მისი აშკარა მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას აჰკიდოს და ამით შეიქმნას არგუმენტი საარბიტრაჟო სასამართლოზე ბიუჯეტისთვის მილიონობით დოლარის მოსათხოვნად.

კონსორციუმის ახლახან გამოქვეყნებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს წილს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში და არის მისი ერთ-ერთი მესაკუთრე, გამონაკლისი არაა და არის მორიგი ტყუილით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს რომ ასეა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა – 10%, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) – 15% და ჩინური კომპანია შპს „სი ი ეფ სი “(ევრო-აზიური) – 75 %“, – აღნიშნულია ფოთის ინდუსტრიული ზონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...