“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მარკეტინგის დირექტორად გიორგი ბარკალაია დაინიშნა

56

ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება და მას ახალი, წარმატებული ადამიანები ემატებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარკალაია დაინიშნა.

გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ტელეკომპანია “იმედი”, “ვითიბი ბანკი”, “საქართველოს ეროვული ლატარეა”, “საქართველოს ბანკი”, “არტი ჯგუფი”, “ვისოლ პეტროლიუმი” და სხვა.

ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიიღო.

Comments
Loading...