“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

222

"ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე სამშენებლო სამუშოები, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ამის შესახებ ჩვენ მიერ ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული უამრავი წერილი, შეკითხვა, მხარდაჭერა, თუ უბრალოდ ზოგადი ინტერესი მოწმობს", – ამის შესახებ განცხადებას ანაკლიი განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ, ვაცნობიერებთ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ შემდეგი: დღეიდან, ყოველ თვე, რეგულარულად, ჩვენ საზოგადოებას ღიად მივაწვდით დეტალურ ანგარიშს, თუ რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა პორტის ტერიტორიაზე, ვინ არის პროცესში ჩართული, როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, თუ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.

მშენებლობა, რომელსაც ქართული საზოგადოება დიდხანს ელოდა, დაწყებულია და ის შეუქცევადია. პროცესი გაგრძელდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ. საზოგადოებას და, განსაკუთრებით სამეგრელოში მცხოვრებ მოსახლეობას მადლობას ვუხდით გამოჩენილი აქტიურობის, ინტერესისა და მხარდაჭერისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...