“ანაკლია სითიმ” და “თეგეტა მოტორსმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

25

“ანაკლია სითიმ” და საავტომობილო ჰოლდინგმა “თეგეტა მოტორსმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და “თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა მოაწერეს.

ხელშეკრუელბის ფარგლებში, კომპანიები აქტიურად ითანამშრომლებენ ახალი ბიზნეს პროექტების დასაგეგმად ანაკლიის ეკონომიკური ზონისა ფარგლებში, რომელიც მოიაზრება როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.

კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან პროექტების პოპულარიზაციის მიზნით, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო დერეფნის და წარმოების განვითარებას.

“მოხარული ვართ ამ შესაძლებლობით, დავიწყოთ კოოპერაცია “თეგეტა მოტორსთან”, რომელიც ჩვენს რეგიონში ბაზრის ძლიერი მოთამაშეა. ჩვენ ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას მოვიაზრებთ, როგორც მულტინაციონალური კორპორაციების დანიშნულების წერტილს ვისაც სურს რეგიონში დამკვიდრება და, რაც მთავარია, როგორც პლატფორმას ქართული კომპანიებისთვის, რათა საკუთარი ბიზნესი გააფართოვონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენი კომპანიების წარმატებული პარტნიორობის საწინდარია”, – აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი, “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი.

“ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, “ანაკლია სითი” გახლავთ ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. პროექტის წარმატება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე და ქართულ კომპანიებს მეტი განვითარების შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე რეგიონალური მასშტაბით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ალტერნატიული და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასთან ახალ სავაჭრო აბრეშუმის გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის.” – აღნიშნავს ავთანდილ წერეთელი, “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი.

Comments
Loading...