ამოქმედდა ნამახვანჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი

15

ნამახვამის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ენკამ“ (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.)

ახალი ვებ-გვერდი – www.namakhvani.com აამოქმედა.

პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კვლევები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა გზშ ანგარიში და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

„ნამახვანჰესი ამ დღეისთვის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესიც მაღალია.  ჩვენი პრიორიტეტია,  ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით. ახალი ვებ-გვერდი ამაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა გენერალურმა მენეჯერმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

ნამახვანის ჰესების კასკადი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომლის დანიშნულება ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაა. ის 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

 

###

Comments
Loading...