ამირან სალუქვაძე: არ ფიქრობთ, რომ სადამკვირებლო მისიების დასკვნა საპროტესტო აქციების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს?

228

“ევროსაბჭო და ეუთო/ოდირი გეუბნებათ არჩევნები თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო, რაც შეიძლება მალე შეუდექით მუშაობასო და მაგათი რეკომენდაცია არაფერს ნიშნავსო, ამბობენ ე.წ. პროდასავლური პარტიები, პრორუსულ პარტიებთან ერთად. იგორ ივანოვი დავაბრუნოთ, ის გვეტყვის რა ვქნათ”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

“ხალხს შეაძულებთ პოლიტიკას და არჩევნებს.

ევროსაბჭო და ეუთო/ოდირი გეუბნებათ არჩევნები თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო, რაც შეიძლება მალე შეუდექით მუშაობასო და მაგათი რეკომენდაცია არაფერს ნიშნავსო, ამბობენ ე.წ. პროდასავლური პარტიები, პრორუსულ პარტიებთან ერთად. იგორ ივანოვი დავაბრუნოთ, ის გვეტყვის რა ვქნათ.

როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიების დასკვნას არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პაეტიები არ სცნობენ, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.

სულ არ მომწონს ეს პოლიტიკური გოგლი-მოგლი, მაგრამ რა გავაკეთო, ხალხმა აგირჩიათ?!

არ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული მისიების დასკვნა საპროტესტო აქციების ლეგიტიკაციას კითხვის ქვეშ აყენებენ?

ჩემთვის ეს თემა დაიხურა.” – აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

Comments
Loading...