ამიერიდან Google Earth-ის მეშვეობით შესაძლებელია ნახვა, თუ როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 37 წელიწადში

10

Google Earth პლატფორმა ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ კლიმატის ცვლილებებს, რაც დედამიწაზე მოხდა ბოლო 37 წლის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება Google კორპორაციის ბლოგში.

“Google Earth-ის დაწყების შემდეგ, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მსოფლიოს 3D მოდელის შექმნაზე. 2017 წლიდან Google Earth-ის უდიდესი განახლების წყალობით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პლანეტა სრულიად ახალ განზომილებაში. Timelapse-ის დახმარებით Google Earth-ში, სატელიტებიდან 24 მილიონი ფოტოა აწყობილი ინტერაქტიული 4D ფორმატით 37 წლის განმავლობაში”, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

Timelapse სერვისში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა ტყის ტერიტორია, გაიზარდა ქალაქები, გაიზარდა საშუალო ტემპერატურა და ამოიწურა რესურსების წყაროები.

Google Earth არის პლატფორმა, რომელიც აჩვენებს პლანეტა დედამიწის ზედაპირს სატელიტური სურათების გამოყენებით. სერვისის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ “გადახვიდეთ” პლანეტის ნებისმიერ ნაწილში და დაათვალიეროთ სამგანზომილებიან რეჟიმში სასურველი ადგილი.

Comments
Loading...