ამერიკამ შესაძლოა უნივერსალური საფოსტო კავშირი დატოვოს

37

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უახლოეს მომავალში შესაძლოა უნივერსალური საფოსტო კავშირი დატოვოს.

ორგანიზაცია 192 წევრ ქვეყანას აერთიანებს და მსოფლიო მასშტაბით, საფოსტო სერვისებს ერთმანეთთან აკავშირებს.

თეთრი სახლის განმარტებით, უნივერსალური საფოსტო კავშირის საშუალებით, უცხოურ კომპანიებს შტატებში მცირე ზომის ამანათების ჩატანა უფრო დაბალ ტარიფად შეუძლიათ, ვიდრე ეს ამერიკის საფოსტო სერვისს უჯდება, ეს კი ზიანს აყენებს ამერიკულ კომპანიებს.

Comments
Loading...