ალექსანდრ ლუკაშენკო: რუსეთთან საერთო ვალუტის შექმნის წინააღმდეგი არ ვართ

42

ბელარუსის პრეზდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან გაერთიანებას ერთიანი ვალუტის შეყვანითა და ერთიანი კანონმდებლობის შემუშავებით, თუმცა არა რუსული, არამედ საერთო.

“კავშირი – კი ბატონო, გაერთიანება – კი ბატონო, მაგრამ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ჩვენ. ჩვენ არცერთ თეზისზე უარს არ ვამბობთ. თუკი ვინმე ჩემთან გაერთიანების შესახებ იწყებს საუბარს, პირველს ამბობს, რომ საერთო ვალუტა უნდა იყოს.

ჩვენ საერთო ვალუტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს საერთო ვალუტა და არა რუსეთის ცენტრალური ბანკის ვალუტა”, – აცხადებს ლუკაშენკო ბელარუსის ყოფილი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ალექსანდ ლუკაშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსულ პოლიტიკაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც პუტინზეც კი ახდენენ ზეწოლას. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, იგი რუსეთისა და ბელარუსის კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

Comments
Loading...