აირჩიეთ “ვისრა” უკვე ბათუმში

5

მიტანის სერვისი „ვისრა“ უკვე ბათუმშია. ეს არის მობილური აპლიკაცია ყველა თაობისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მარტივად და სწრაფად გამოიძახოს აპლიკაციაში არსებული რესტორნების მენიუს უგემრიელესი კერძები. მინიმალური შეკვეთა 6 ლარიდან იწყება.  

„ვისრას“ სერვისი ვრცელდება არა მხოლოდ ქალაქ ბათუმში. მათთვის ვინც ჩამოტვირთავს აპლიკაციას და გაივლის რეგისტრაციას, შეკვეთის მიღებას შეძლებს მახინჯაურში, სარფსა და ხელვაჩაურშიც.

კომპანიის დირექტორის, ლევან გიგაიას განცხადებით „ვისრა“ შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებს მისცეს საშუალება აირჩიოს ვის რა სურს და ეს არჩევანი მიაწოდოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

„ჩვენი მიზანია მოვიცვათ მთელი საქართველო და მიტანის სერვისი გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველა ქალაქში. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ სერვისით ისარგებლონ არა მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თავად იმყოფებიან, არამედ ნებისმიერი ადგილიდან გააგზავნონ შეკვეთა სახლში, მეგობრებთან, სამსახურში და ა.შ. მაგალითად, თუ თქვენ არ იმყოფებით ბათუმში, მაგრამ გინდათ, რომ სახლში, თქვენი ოჯახის წევრებს გაუგზავნოთ შეკვეთა, ამას უპრობლემოდ შეძლებთ „ვისრას“ საშუალებით. მთავარია მისამართი გქონდეთ დამატებული“ – აცხადებს ლევან გიგაია.

„ვისრა“ ქართულ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტიდან გამოჩნდა და უკვე 5 ქალაქში – თბილისში, გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ბათუმში ოპერირებს. უახლოეს მომავალში კომპანიას სხვა ქალაქებში შესვლაც აქვს დაგეგმილი.

„ვისრა“ ამ ეტაპზე მომხმარებელს რესტორნების არჩევანს გვთავაზობს, რომელიც მუდმივად იზრდება. თუმცა აპლიკაციაში თანდათან წარმოდგენილი იქნება მარკეტები, ყვავილების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, აფთიაქები და სხვა ობიექტები. კომპანია მზადაა ნებისმიერ ობიექტთან პარტნიორობისთვის განსაკუთრებული და მათზე მორგებული პირობებით.

Comments
Loading...