აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი 21%-ით გაიზარდა

3

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 158 411 ბოთლი ღვინო გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, აზერბაიჯანმა  ქართული ღვინის იმპორტი 21%-ით გაზარდა.

8 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე 59 ქვეყანაში 65 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ექსპორტის მოცულობამ  145 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Comments
Loading...