ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზით აცრილი ადამიანებისთვის ევროკავშირი საზღვრებს ხსნის

9

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზით სრულად აცრილი ადამიანებისთვისა და კორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეული მოსახლეობისთვის საზღვრების გაიხსნას. აღნიშნულზე ინფორმაციას NY Times ავრცელებს.

პროცესში ჩართული ოფიციალური პირების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებზე დაფუძნებული უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა პარასკევს დასრულდება და ახალი ზომები, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.

Comments
Loading...