ავტომობილის 90 დღეში რეექსპორტის შემთხვევაში, პირს იმპორტის აქციზის 100% აუნაზღაურდება

243

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გამარტივდეს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს.

გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებულიდ ა ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენტუნარიანობა ჩვენი მეწარმეების ამ დარგში", – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...