ავტოკონცერნ Nissan-მა განაცხადა, რომ არ აპირებს ალიანს Renault-Mitsubishi Motors-ის დატოვებას.
„ბოლო დროს საერთაშორისო მასმედიაში გამოჩნდა სპეკულაციური ხასიათის ტექსტები Nissan-ის პოზიციების შესახებ ალიანსთან მიმართებაში. რეალობა კი ეწინააღმდეგება აღნიშნულ გავრცელებულ ინფორმაციებს, Nissan-ი არ აპირებს, არც განიხილავს ალიანსის დატოვებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში აგრეთვე აცხადებენ, რომ ალიანსი Renault-თან ერთად განვითარების საფუძველსა და კონკურენტუნარიანობის წყაროს წარმოადგენს.
13 იანვარს, Financial Times-მა დაწერა, რომ Nissan-ი, Renault-სთან ერთად არსებული ალიანსიდან გამოსვლის საიდუმლო გეგმას განიხილავს. მსგავსი გადაწყვეტილების მირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოცემა კონცერნებს შორის დაძაბულ ურთიერთობას ასახელებს, რაც ალიანსის იაპონიიდან გაქცევის შემდეგ დაიწყო.