ავტოკონცერნმა Audi, დიზელზე მომუშავე ავტომობილების მიერ მავნე ნივთიერებების გამომუშავების მაჩვენებლებით მანიპულაციების გამო, 800 მილიონი ევროს მოცულობის ჯარიმა გადაიხადა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება Volkswagen-ის ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიუნხენის პროკურორმა მიიღო. ჯარიმა მოიცავს 5 მილიონ ევროს კანონის დარღვევისათვის და 795 მილიონ ევროს ეკონომიკური გამორჩენის მიზნით წესების დარღვევისთვის.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Audi დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.
Volkswagen-ში მოლოდინი აქვთ, რომ ჯარიმის გადახდა აისახება ავტოკონცერნის ფინანასურ მაჩვენებლებზე და გავლენას იქონიებს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშზე.
ივნისში Volkswagen-ი დამნაშავედ სცნეს მაქინაციებში, რომელიც 2007-დან 2015 წლამდე ხდებოდა. აღნიშნული მაქინაციები ეხებოდა დიზელზე მომუშავე ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფას. კონცერნს, ჯარიმის სახით, 1 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრა.