ავტობუსების მოცდის საშუალო დრო 27-დან 10 წუთამდე შემცირდება, ხოლო მგზავრთა ტევადობა 2.5-ჯერ გაიზრდება

7

ახალი საავტობუსე ქსელის დახმარებით, გაშვებულ ქსელებზე მოცდის საშუალო დრო 27-დან 10 წუთამდე შემცირდება, ხოლო მგზავრთა ტევადობა 2.5-ჯერ გაიზრდება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკოს პრეზენტაციის დროს.

გარდა, ამისა, ამავე რეფორმის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, 34,5 კმ-ზე დაიხაზა ავტობუსის განცალკევებული ზოლი;

ახალი საავტობუსე ქსელის დახმარებით, გაშვებულ ქსელებზე მოცდის საშუალო დრო 27-დან 10 წუთამდე შემცირდება, ხოლო მგზავრთა ტევადობა 2.5-ჯერ გაიზრდება;

თბილისის ავტოპარკში 680 ახალი ერთეული ავტობუსია და დამატებითი ავტობუსების შემოყვანის პროცესი კიდევ მიმდინარეობს;  განახლდა მიკროავტობუსების პარკიც,

ამოქმედდა ერთიანი ელექტრონული გადახდის სისტემა და 90 წუთიანი უფასო გადაჯდომის წესი;

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ანგარიში ჩააბარა. მისი თქმით, მერიის მთავარი მიზანი იყო ტრანსპორტის მოდერნიზება და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს იყო ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელი თბილისისთვის.

“ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გაჩნდა ქალაქში ავტობუსის ზოლები. ძნელია ადამიანებმა მოახერხონ კომფორტული გადაადგილება, თუ არ ექნება ავტობუსებს შესაბამისი ზონები. ჩვენი სატრანსპორყო პოლიტიკა ნელ-ნელა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება” – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგა:

მოხდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა. უპირატესობა მიენიჭა ქვეითებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკომეგობრულ ინდივიდუალურ სატრანსპორტო საშუალებებს;

მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გამოიკვეთა თბილისის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნები.

გამზირებზე გაფართოვდა ტროტუარები.

დაიხაზა ბასლაინები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სწრაფად გადაადგილებისთვის.

გამოიყო ველობილიკები,

დამკვიდრდა გამზირების რეაბილიტაციის ახალი სტანდარტი;

ამავე რეფორმის ფარგლებში ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მიზნით, 19 ლოკაციაზე განხორციელდა მიწისზედა გადასავლელი ხიდების დემონტაჟი და მათ ნაცვლად შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელები მოეწყო.

Comments
Loading...