ავიაკომპანია ვიზეარი ათენის მიმართულებით კიდევ ერთ ახალ რეისს ამატებს

331

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა.

ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით  კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს ფრენებს. ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც  გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს  სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე  ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში. ბილეთების შეძენა სულ რაღაც 53.99 ლარად  უკვე შესაძლებელია.

Comments
Loading...