“აეროფლოტის” თვითმფრინავები 16 მილიარდი აშშ დოლარით დააზღვიეს

63

"ალფასტრახოვანიამ" და "სოგაზმა" კომპანია "აეროფლოტის" ჯგუფის თვითმფრინავები 16 მილიარდი აშშ დოლარით დააზღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სადაზღვევო კომპანიები ავრცელებენ.

"აეროფლოტი" რუსეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდია. გარდა ავიაკომპანიისა, ჯგუფში აგრეთვე შედის "Победа" და "Россия". 2017 წელს "აეროფლოტმა" მოგება 7,5%-ით, 532,934 მილიარდ რუბლამდე გაზარდა, ამასთან სუფთა მოგება 40,7%-ით დაეცა 23 მილიარდ რუბლამდე.

"სოგაზმა" და "ალფასტრახოვანიამ" კომპანია "აეროფლოტის" 353 თვითმფრინავი დააზღვიეს. კომპანიის ავიაპარკში შედის Airbus 319, Airbus А320, Airbus 321, Airbus А330, Boeing 737, Boeing 777, Boeing 747, Sukhoi Superjet 100, DHC 8 და DHC-6.

Comments
Loading...