აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.6%-ით გაიზარდა

315

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი აგვისტოსათვის 16.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 97.5 მილიონი ლარით, ანუ 0.6 პროცენტით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 302.7 მილიონი ლარით ანუ 3.4 პროცენტით.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.97 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.2 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...