აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 3.2%-ით გაიზარდა

354

2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა და 31.5  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

Comments
Loading...