აგვისტოში, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 17.8 მლრდ ლარს მიაღწია

356

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი სექტემბრისათვის 17.8 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 840.7 მლნ ლარით ანუ 5.0 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 958.8 მლნ ლარით ანუ 10.3 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 118.1 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  3.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.0 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...