აბრამიშვილი: იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს ზრდის

54

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულების ზრდა მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე, ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხეებს შეიცავს.

“მოხმარება იზრდება და წლევანდელი პროგნოზი დაახლოებით, 10%-იანი ზრდაა. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტემპებით ვერ ვანვითარებთ გენერაციას. ვერც მოხერდხება ასე მალე, ნება, განწყობა და ფულიც რომ არსებობდეს. შესაბამისად, იმპორტი იზრდება, ერთის მხრივ, რუსეთიდან და მეორეს მხრივ, იზრდება თბოსადგურების გენერაცია, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება მატულობს მეზობელ ქვეყნებზე, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრი საფრთხის შემქნელია. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენი საკუთარი რესურსი – განახლებადი რესურსი გამოვიყენოთ და დოლარის გადინება არ მოხდეს.

როგორც ვიცი, 8 თვის განმავლობაში დაახლოებით, 36 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა იმპორტზე და დაახლოებით 19 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, ანუ სადღაც 17 მილიონიანი დეფიციტი გვაქვს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება”, – განაცხადა აბრამიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ ეს ფაქტი სავალუტო კურსებზე დადებითად არ აისახება.

Comments
Loading...