მიმდინარე წლის 27 სექტემბრის დილის 06:00 საათიდან 28 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე აბაშის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 28 სექტემბრის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.